წარმოგიდგენთ, კომაროვის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეს და ოქროს მედალოსნობის კანდიდატს - მარიამ მენაბდეს!

წარმოგიდგენთ, კომაროვის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეს და ოქროს მედალოსნობის კანდიდატს - მარიამ მენაბდეს!

მარიამი: 

2018 წელს არჩეულ იქნა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ახალგაზრდა ევროპელ ელჩად!

მონაწილეობას იღებს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მოდელირებაში და ორჯერ საუკეთესო დელეგატად დასახელდა!

გაერთიანება „ახალგაზრდობა მდგრადი განვითარებისთვის“ წევრია!

2018 წლის, მაისში მონაწილეობა მიიღო “Women TechMakers”-ის ტექნოლოგიურ ბანაკში, სადაც გუნდთან ერთად შექმნა საკუთარი ვიდეოთამაში!

2018 წლის ზაფხულში გახდა “WiSci Girls Steam Camp 2018 Georgia”-ს მონაწილე, რომელიც გახლავთ საქართველოში ჩატარებული პირველი საერთაშორისო ბანაკი, სადაც აქტივობებს ატარებდნენ ისეთი კომპანიების თანამშრომლები როგორებიცაა: GOOGLE, INTEL, MICROSOFT, AMERICAN SOCIETY FOR MICROBIOLOGY.

მე-10 კლასში გაიმარჯვა სასკოლო ესეების კონკურსში გენდერულ საკითხთან დაკავშირებით!

“Wits”-ის ინგლისური ენის ოლიმპიადაში ოქროს მედლის მფლობელია!

ოლიმპიადა „კინგსის“ შემოდგომა-ზამთრის სეზონის გამარჯვებულია მათემატიკაში!

2016 წელს მათემატიკის ოლიმპიადის მესამე ადგილოსანია!

მე-9 კლასში გახდა უფროსკლასელების მათემატიკის ეროვნული ოლიმპიადის ფინალისტი!

2014 წელს გაიმარჯვა ფრანგული მოთხრობების თარგმნის კონკურსში!

ბაკურიანში კომაროვის საზაფხულო ბანაკის პერსონალის მონაწილეა!

სკოლის დრამა კლუბის წევრია და მიღებული აქვს მონაწილეობა ორ სპექტაკლში, რომელთაგან ერთ-ერთი „მე ვხედავ მზეს“ მოზარდ-მაყურებელთა თეატრში დადგეს!

სოციალურ აქტივიზმშია ჩართული და დაინტერესებულია გენდერული საკითხებით!

მომავალში გეგმავს პროგრამირების საფუძვლიანად შესწავლას და სურს, საკუთარი წვლილი შეიტანოს ქალების ჩართულობის გაზრდაში STEAM მიმართულებით! 

საყვარელი ციტატაა - „Success is not final, failure is not fatal: it is the courage to continue that counts“ - უინსტონ ჩერჩილი.

კომაროვის სკოლა წარმატებებს უსურვებს მარიამს!


ზემოთ